ჩვენს შესახებ

 

ასოციაცია 2013 წლის იანვარში შეიქმნა. მის შექმნას წინ უძღვოდა რამდენიმე თვიანი მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ფარგლებში შექმნილი პროფესიული განათლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობდა.

სამუშაო ჯგუფის, ხოლო შემდეგ ასოციაციის შექმნის აუცილებლობა გამოწვეული იყო უამრავი პრობლემის არსებობით, რომლებთან გამკლავებასაც მიუხედავად გარკვეული მცდელობისა, ცალკეული კოლეჯები საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდნენ. ეს პრობლემებია:

• საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიაზაცია;
• დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
• პროფესიონალთა დასაქმების ხელშეწყობა;
• პროფესიული განათლების პრიორიტეტების განსაზღვრა და საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფა, რათა ისინი მორგებულ იქნას დამსაქმებელთა საჭიროებებზე;
• პროფესიული განათლების სფეროში სამართლებრივი რეგულაციების სრულყოფის ხელშეწყობას და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება;

ამ ვებ-გვერდზე მოცემულია ინფორმაცია ასოციაციის წევრი, საქართველოს წამყვანი საზოგადოებრივი კოლეჯების, მათ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ამ გზით გვსურს ფართო საზოგადოებისა და მომავალი დამსაქმებლებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო პოტენციალის შესახებ, რაც ქვეყნის წარმატებულ საზოგადოებრივ კოლეჯებს გააჩნიათ.