კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის არჩევნები


კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის არჩევნები

11 თებერვალს, ონლაინ პლატფორმა zoom-ის საშუალებით შედგა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გაფართოებული სხდომა,

შეხვედრაზე ასოციაციის პრეზიდენტმა შეაჯამა 2019-2022 წლების მუშაობა; გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების ონლაინ არჩევნები. საერთო კრებამ ასოციაციის გამგეობის წევრებად აირჩია:

  • ია ერაძე -საქართველოს ბიზნესის აკადემია „SBA”
  • მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა
  • ნინო გომელაური- მარნეულის კოლეჯი
  • შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი
  • ინგა მანაშერიძე-ინტერბიზნესის აკადემია
  • რაინდი ლომაია-საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი
  • სოფიო მაჭარაშვილი- ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემია

ახლადარჩეულმა გამგეობამ ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩია ქ-ნი ნინო გომელაური, ხოლო ვიცე პრეზიდენტებად არჩეულ იქნენ ქ-ნი ია ერაძე და ქ-ნი შორენა ხაჭაპურიძე.

დამსწრე საზოგადოებამ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვიცე- პრეზიდენტებს და გამგეობის წევრებს წარმატება და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.