კარიტასის ღონისძიება


კარიტასის ღონისძიება

🚩4 ნოემბერს, საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასი“-ს 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

➡️ღონისძიების მთავარი მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნოთ კარიტასის საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგები და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობა.
➡️ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ
კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენლები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ორგანიზაციის უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორები, ელჩები.
საქველმოქმედო ფონდი
🔉 “საქართველოს კარიტასი” ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას 1994 წლიდან ემსახურება. ორგანიზაციის მისია წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებითა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.
📢საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს
საქართველოს კარიტასთან,რომელიც ჩართულია საექთნო განათლების
პროგრამის განხორციელებაში
🔊ასოციაცია ულოცავს საქართველოს კარიტასს 25 წლის იუბილეს და უსურვებს წარმატებული საქმიანობას.