პროფესიული განათლების დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმები


პროფესიული განათლების დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა სადაც პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების მოქმედი სქემა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა , პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ, PwC-ის დირექტორმა და GGF-ის გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში თამთა შერმადინმა და GGF-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ოლივერ დისმა გახსნეს, მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა ია ერაძემ და ვიცე პრეზიდენტმა მაია ჩიხლაძემ როგორც სამინისტროს, ასევე პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ბატონი ოლივერის განაცხადებით, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი მოდელის მიხედვით ვაუჩერულ დაფინანსებასთან ერთად
სხვა არაპირდაპირი ხარჯებისათვის, რომელიც პროგრამის განხორციელებისთვისაა საჭირო,
დამატებით მიიღებენ ვაუჩერული დაფინანსების დაახლოებით 50%,
"ეს კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარეს გადადგმულიკარგი ნაბიჯია"- განაცხადა ია ერაძემ.