ასოციაციის წევრი კოლეჯების საგანგებო სამუშაო შეხვედრა


ასოციაციის წევრი კოლეჯების საგანგებო სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 16 იანვარს, საზოგადოებრივ კოლეჯ "გეორგია"-ში, შედგა ასოციაციის წევრი კოლეჯების საგანგებო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა მოდულური პროგრამების კალკულაციის საკითხს.
მოგეხსენებათ, ასოციაციის ხელმძღვანელობა შეხვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ფინანსური სამმართველოს უფროსს, საქმიან შეხვედრაზე, რომელიც ეხება 2019 წლის გაზაფხულზე კერძო დაწესებულებების სტუდენტების დაფინანსების საკითხს, შეთანხმდა, რომ სამინისტროსთვის უახლოეს დღეებში გადასაგზავნია მოდულური პროგრამების სავარაუდო კალკულაციები. 
სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან კვლავ გარძელდება სამუშაო შეხვედრები, რის შესახებაც ყველა ინფორმაცია თქვენთან იქნება შეთანხმებული და გაზიარებული.