პროფესიული სასწავლებელი 135 წლისაა


პროფესიული სასწავლებელი 135 წლისაა

2018 წლის 2 ოქტომბერს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ბერაია და ვიცე-პრეზიდენტი ია ერაძე განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიწვევით იმყოფებოდნენ წინამძღვრიანთკარის საზოგადოებრივ კოლეჯში, სადაც აღინიშნა კოლეჯის დაარსებისა და პროფესიული განათლების 135 წლის იუბილე.
მოგეხსენებათ წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებელი 135 წლის წინ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსა ილია წინმძღვრიშვილმა. მანა საკუთარი ხარჯებით ააშენა შენობა და შექმნა პირველი პროფესიული საგანმანათლებლო კერა სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ეს დღე ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. ესწრებოდა მინისტრი და ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია. 
ვულოცავთ ამ სასწავლებელს ღისშესანიშნავ თარიღს და ვუსურვებთ ტრადიციების წარმატებით გაგრძელებას!.