სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საკითხი


სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საკითხი

📢სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საკითხი!
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის ბ-ნ გია ჟორჟოლიანის მიწვევით კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია ჩიხლაძე და გამგეობის წევრი გიორგი ბერაია იმყოფებოდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა პროფესიული სტუდენტების სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საკითხი.
როგორც ცნობილია, ამ საკითხს პარლამენტის ყველა კომიტეტი უჭერს მხარს და მხოლოდ თავდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას ველოდით.
ასევე შეგახსენებთ, რომ კომიტეტის სხდომამდე ასოციაციის პრეზიდენტი ია ერაძე და საბჭოს წევრი გიორგი ბერაია განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძესთან და პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელთან თამარ სამხარაძესთან ერთად შეხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბ-ნ რატი ბრეგაძეს და მიღწეულ იქნა ურთიერთგაგება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
მიუხედავად ამისა თავდაცვის კომიტეტმა, სადაც განათლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ამ ეტაპზე საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი არ დაუჭირა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე მოსასმენად.
ასოციაცია კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს კომუნიკაციას სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმებები და პარლამენტის სესიებზე საკითხი იქნას დადებითად გადაწყვეტილი.