დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საინფორმაციო სემინარი


დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საინფორმაციო სემინარი

მიმდინარე წლის 13-14 სექტემბერს, სასტუმრო „ყვარლის ტბაზე", სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საინფორმაციო სემინარი გაიმართა. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება იყო. ღონისძიებაში სოციალური მომსახურების სააგენტოს, მედიის, არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი ია ერაძე და გამგეობის წევრები გიორგი ბერაია და რაინდი ლომაია.