დასაქმების ფორუმი ქუთაისში


დასაქმების ფორუმი ქუთაისში

სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გახსნეს.
ფორუმს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი ია ერაძე ესწრებოდა.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობდნენ ქუთაისის კოლეჯების მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის მსმენელები, რომელთაც 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია 30-მდე კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.