ასოციაციის წევრი კოლეჯების საერთო კრება დაფინანსების საკითხზე


ასოციაციის წევრი კოლეჯების საერთო კრება დაფინანსების საკითხზე

2019 წლის 22 იანვარს საზოგადოებრივ კოლეჯ "პანაცეა"-ში შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელიც ეხებოდა მოდულური პროგრამების გაანგარიშებისა და სახელმწიფო დაფინანსებისათვის ქვოტების წარმოდგენის საკითხებს
კრებას ესწრებოდა ასოციაციის წევრი 26 კოლეჯის ხელმძღვანელი პირი, მათ შორის საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ზოგადად განხილულ იქნა მოდულური პროგრამების ხარჯების კომპონენტები და რამოდენიმე პროგრამის კონკრეტული მაგალითი.
კრებაზე კოლეჯები შეთანხმდნენ, რომ განხილული პროგრამების ხარჯების სქემა, როგორც ზოგადი ანაზღაურების მაგალითები გადაეგზავნოს განათლების სამინისტროს, რათა გაანალიზდეს კერძო კოლეჯების მიერ განსახორციელებელი მოდულური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობები.
ერთმნიშვნელოვნად ყველა კოლეჯი ამ ეტაპზე მხარს უჭერს სტუდენტის თანადაფინანსების ვარიანტს, რომელიც არსებულ სიტუაციაში პრიორიტეტულია დაფინანსების სხვა მოდელთან შედარებით.
ასევე კოლეჯებმა არაუგვიანეს 24 იანვრისა უნდა წარმოადგინონ ავტორიზებული მოდულური პროგრამების ის სავარაუდო ქვოტები, რომელზეც სურთ სახელმწიფო დაფინანსების მიღება, როგორც გაზაფხულის ასევე შემოდგომის ეტაპებზე.