მარიამ ჯაში: კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ბიუჯეტში პირველად არის გათვალისწინებული როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში სტუდენტების სახელმწიფო ვაუჩერით დაფინანსება. მისი თქმით, ეს ცვლილებაც წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემის საპასუხოდ მოხდა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გარემო დანერგილიყო საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებს შორის. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯიც ინტენსიური მუშაობის შედეგია პროფესიული განათლების სისტემაში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან. 2019 წელს ბიუჯეტით დაახლოებით 15,600 სტუდენტის სწავლა დაფინანსდება, მათ შორის კერძო კოლეჯების 3,000 სტუდენტის.

https://www.facebook.com/1246460542095090/photos/a.1280637085344102/2272096912864776/?type=3&theater