კანონპროექტის განხილვა


კანონპროექტის განხილვა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით იმსჯელა
🔷 áƒ’ანათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა. კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზანს ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრებების შეჯერება წარმოადგენდა.
🔷 „კომიტეტმა მეორე მოსმენით დაასრულა áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒ£áƒš კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა გამოიკვეთა დამატებითი შენიშვნები საჯარო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლების მხრიდან“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. 
🔷 áƒ¨áƒ”ხვედრაზე რამდენიმე ჩანაწერის ფორმულირების ცვლილებაზე შეჯერდნენ. კერძოდ, შეიცვლება პროფესიული განათლების დაწესებულებებში უსაფრთხოების საკითხებთან და სოციალური პარტნიორობის მოდელთან დაკავშირებული პუნქტები. 
🔷 áƒáƒ›áƒáƒ¡áƒ—ანავე, გარდამავალ დებულებებში განისაზღვრება ვადები, რომლის ფარგლებშიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელები, პრიორიტეტული პროგრამების ნუსხა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მაკოორდინირებელი სტრუქტურა.