პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამა


პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამა

11 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადების პროგრამითა და პროფესიული გადამზადების პროგრამით დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

 ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

• პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განხორციელების წესი და პირობა;

• პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების წინაპირობები და პროცედურა;

• საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის თანამშრომლებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა;

• საინფორმაციო სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.