ბოლო სიახლეები
შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციაში
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 00:00

12 აპრილს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შედგა შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ქ-ნ ქეთევან ნატრიაშვილთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კანონპროექტის "პროფესიული განათლების შესახებ" განხილვა.
შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯები.
გაიმართა საქმიანი დიალოგი. ქ-ნ ქეთევან ნატრიაშვილთან შეთანხმდა კერძო კოლეჯებთან შეხვედრა, რაზედაც კერძო კოლეჯებს შეგატყობინებთ მოგვიანებით, როდესაც დაზუსტდება შეხვედრის ადგილი, ფორმატი და დრო.

 
ვიზიტი გერმნიაში
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 00:00

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის ერთობლივი პროექტის "ამიერკავკასიაში პროფესიული ტრენინგების" ფარგლებში გერმანიის რესპუბლიკაში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა საზოგადოებრივ კოლეჯ "გეორგიას" დირექტორი გიორგი ბერაია და საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე.
ვიზიტი ეხებოდა კოლეჯ "გეორგია"-ში ინჟინერიის პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მასწავლებლისა და პარტნიორი ორგანიზაციის ინსტრუქტორის მომავალი ერთობლივი სწავლების დაგეგმვის საორგანიზაციო საკითხებს. კოლეჯ "პანაცეას" მხრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების საკითხებს.
ვიზიტი შედგა ჩრდილოეთ გერმანიის რამოდენიმე სხვადასხვა მიმართულების სასწავლო ცენტრსა და საწარმოებში, სადაც საუბარი შედგა პროფესიული განათლების სისტემის, სწავლების მეთოდიკის, მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ.
მომზადდა სამუშაო გეგმა და ა.წ მაის-ივნისში გერმანიაში სწავლების მიზნით გაემგზავრებიან აღნიშნული პროფესიული სასწავლებლიდან პრაქტიკული კომპონენტის მასწავლებლები, ხოლო პარტნიორი ორგანიზაციებიდან შესაბამისად პრაქტიკის ინსტრუქტორები. მათი გამოცდილების გაზიარება მოხდება ყველა დაინტერესებულ მხარეებთან

 
საერთო კრება
სამშაბათი, 14 მარტი 2017 00:00

017 წლის 13 მარტს "ინტერბიზნესის აკადემიაში" ჩატარდა "საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის ღია სხდომა.
განხილულ იქნა ორი საკითხი:
1. ბათუმის სამედიცინო კოლეჯის წერილის განხილვა;
2. კანონპროექტის "პროფესიული განათლების" შესახებ, განხილვა.
ბათუმის სამედიცინოკოლეჯის მიერ მოწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმატებს სამედიცინო პროფილის პროფესიულ პროგრამებს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს იმ კონკურენციულ გარემოს, რაც დღეს-დღეობით არსებობს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის. ამასთან ერთად არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ სახელმწიფომ გაიღოს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები ასეთი პროგრამების დასაფინანსებლად, როდესაც ბათუმში ფუნქციონირებს სამი კერძო სამედიცინო სასწავლებელი.
განათლების მინისტრმა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფორუმზე განაცხადა, რომ იქ სადაც უკვე ფუნქციონირებს კერძო კოლეჯების პროგრამები, სახელმწიფო პროგრამებს არ შეიტანდა.
ამასთან დაკავშირებით შემუშავდა მინისტრისადმი მისაწერი წერილი, სადაც ვთხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას.
წერილს ხელს აწერს 13 კერძო კოლეჯის წარმომადგენელი.
2. კანონპროექტთან "პროფესიული განათლების შესახებ" გამოითქვა რიგი შენიშვნებისა, რაც აისახება სამინისტროსადმი და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისადმი მიწერილ წერილებში.

 
ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 17:06

2017 წლის 21 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი „მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი (ესტონური ) მოდელი“, რომლის ორგანიზატორიც იყო საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და ჯ.ბ აუდიტი. ტრენინგს კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები და საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მონაწილეებს მიესალმა ჯ.ბ აუდიტის დამფუძნებელი ბესიკ ჯობავა. ვორქშოფს უძღვებოდა კომპანია ჯ.ბ აუდიტის ტრენერი აუდიტორი მარიამ ფიცხელაური. მუშაობის პროცესში განიხილეს მოგების გადასახადის ახალი მოდელი და შესრულდა პრაქტიკული მაგალითები. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიებას საქართველოს ბიზნესის აკადემიამ უმასპინძლა.


 
კერძო კოლეჯების მეოთხე ფორუმი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 16:51

2017 წლის 20 თებერვალს "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" მხარდაჭერით ჩატარდა " საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის" რიგით მეოთხე ფორუმი.
ტრადიციულად ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნინო გომელაური, პირველ რიგში 47 წევრი კოლეჯისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგა ანგარიშით, გაწეული მუშაობის შესახებ.
ვრცელ მოხსენებაში პრეზიდენტმა აღნიშნა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფართო წარმომადგენლობა , წარმატებები და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დგას კერძო პროფესიული სასწავლებლების წინაშე.
მნიშვნელოვანია, რომ ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა; საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში; საქარელოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი; დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მელაძე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი თამარ მახარაშვილი; განათლების სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის უფროსი წეროძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბატონი კახაბერ ერაძე; სახელმწიფო კოლეჯების ხელმძღვანელი პირები.
ასეთი წარმომადგენლობითი აუდიტორია მეტყველებს ერთის მხრივ პროფესიული განათლების განვითარების დიდ ინტერესზე და მეორეს მხრივ "საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის" მხარდაჭერაზე, რაც გამოიხატა თითოეული მოწვეული სტუმარის მხრიდან მათ გამოსვლებში.
შეხვედრამ ჩაიარა საქმიან და სადღესასწაულო ვითარებაში.
კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობამ და წევრმა სასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს გაწეული მუშაობისათვის, რის შემდეგაც გაიმართა ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევნები. 2017 წლის არჩევნების შედეგად გამგეობაში არჩეულ იქნენ: ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემია; მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"; გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი "გეორგია"; შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი "ფანასკერტელი; ინგა მანაშერიძე-ინტერბიზნესის აკადემია; ნინო გომელაური-მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი; მანანა მახარაშვილი-საზოგადოებრივი კოლეჯი "ნატალი აკადემია".
ასოციაციის დებულების თანახმად გამგეობამ 2017 წელს აირჩია ახალი პრეზიდენტი, იგი გახდა გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი "გეორგია"-ს დირექტორი. ასევე არჩეულ იქნა ორი ვიცე-პრეზიდენტი: მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"-ს დირექტორის მოადგილე; ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორი.
ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო ის ხედვები და ამოცანები, რასაც ასოციაცია უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.


 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 1, 13-დან