ასოციაციაში გაწევრიანება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 00:00
  • ასოციაციაში გაწევრიანების კრიტერიუმები
    ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომე ლიც
    აღიარებს ასოციაციის მიზნებს და მზადა არის შეასრულოს მისი საწესდებო
    მოთხოვნები;
    ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომელიც უერთდება
    ასოციაციის ეთიკის კოდექსს
    ასოციაციის წევრი უნდა იყოს ავტორიზებული კოლეჯი;
    ასოციაციაში გაწევრიანების პროცედურები
    1. ტი :
    გაწევრიანების მსურველი ორგანიზაცია (შემდგომში აპლიკანტი)
    ავსებს და წარუდგენს გამგეობას განცხადებას (განცხადების ფორმა
    დამტკიცებულია გამგეობის მიერ) გაწევრიანების სურვილის შესახებ;
    განცხადების მიღების შემდეგ გამგეობა ელექტრონული ფოსტით
    აცნობებს ასოციაციის ყველა წევრს ახალი აპლიკანტის შესახებ;
    ასოციაციის წევრებს საშუალება ეძლევათ 2 კვირის ვადაში გამოხატონ
    საკუთარი დამოკიდებულება აპლიკანტის შესახებ;
    თუ რომელიმე წევრი კოლეჯი ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე,
    რომ აპლიკანტი ორგანიზაციის საქმიანობა ეწინააღმდეგება
    ასოციაციის მიზნებს, ან ეთიკის ნორმებს, მან უნდა წარმოადგინოს
    გამგეობაში არგუმენტირებულად დასაბუთებული ოფიციალური
    წერილი;
    2. ლვ:
    წერილის მიღების შემთხვევაში გამგეობის მიერ გაიმართება საკითხის
    განხილვა წერილის მიღებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა, რომელზეც
    დასწრების უფლება აქვს აპლიკანტს და წერილის ავტორსაც;
    იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტის განაცხადს არ მოჰყვება
    გამოხმაურება, გამგეობა წევრის მიღების შესახებ იმსჯელებს
    უახლოეს გამგეობის კრებაზე, არაუგვიანეს სამი კვირისა და აღიარებს მის ნორმებს;
  • გამგეობა უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე
    განახორციელოს ვიზიტი აპლიკანტ კოლეჯში;
    3. ტი :
    გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის წესით;
    გამგეობის გადაწყვეტილება (დადებითი ან უარყოფითი) ეცნობება
    აპლიკანტს ელექტრონულად;
    დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, აპლიკანტი კოლეჯი ერთი
    კვირის ვადაში წარმოადგენს გამგეობაში ერთი წლის საწევროს
    გადასახადის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და ბეჭდით
    დამოწმებულ წერილს, იმის თაობაზე, რომ უერთდება და აღიარებს
    ასოციაციის ეთიკის კოდექსს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება შედის
    ძალაში და გამოქვეყნდება საჯაროდ;
    უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აპლიკანტს უფლება აქვს
    მიმართოს სააპელაციო კომისიას.
    ასოციაციის წევრთა უფლებები
    ასოციაციის წევ შეუძლია:
    აირჩიოს და არჩეულ იქნას ასოციაციის ხელმძღვანელ (გამგეობა) ან
    სხვა ორგანოში;
    მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ
    საკითხთა განხილვაში;
    ისარგებლოს ასოციაციაში არსებული ინფორმაციითა და მატერიალურ-
    ტექნიკური საშუალებებით;
    განათავსოს ინფორმაცია ასოციაციის ვებ-გვერდზე გამგეობასთან
    შეთანხმებით;
    მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ მოწყობილ პროექტებში,
    კონფერენციებში, სემინარებში, დისკუსიებში და სხვა სახის
    ღონისძიებებში;
  • მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიერ ჩატარებულ პიარ
    აქტივობებში.
    ასოციაციის წევრთა ვალდებულებები
    ასოციაციის წევრი ვალდებულია:
    შეასრულოს ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
    გადაიხადოს ასოციაციის ანგარიშზე საწევრო შენატანი დადგენილი წესითა
    და ფორმით;
    მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში;
    გაუფრთხილდეს ასოციაციის პრესტიჟს, ქონებას, ღირსებასა და ავტორიტეტს.
    საწევრო შენატანი და გადახდის წესი
    საწევრო შენატანი ასოციაციის წევრისათვის განისაზღვრა 30 ლარის
    ოდენობით, ყოველ სრულ და არასრულ თვეზე, რაც შეადგენს 360 ლარს.
    გადახდა ხორციელდება ერთჯდერადად ან ეტაპობრივად;
    ასოციაციის რეკვიზიტები:
    () იპ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია
    მისამართი: თბილისი, . ერისთავის ქუჩა 2
    კოდი 400076181
    ტელ.: (995 32 ) 2 35 94 26
    ელ-ფოსტა: pcageorgia@yahoo.com
    www.ccol.ge
    საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები
    მიმდინარე ანგარიში ლარი
    სსვითიბი ბანკი ჯორჯია
    SWIFT : UGEBGE22
    IBAN: GE52VT0900000000103608
    დოლარის ანგარიში
  • Att:jscVTB Bank (Georgia)
    SWIFT UGEBGE22XXX
    Att: CITI BANK NA New York USA
    SWIFT CITIUS33XXX
    c/a 36021436
    GE52VT0900000000103608